ახალი ამბები

ოქრუაშვილი: საქართველო ვალშია ივანიშვილის წინაშე

15 მარტი, 2013 •
ოქრუაშვილი: საქართველო ვალშია ივანიშვილის წინაშე

“ამ შემთხვევაში მე გამონაკლისი არ ვარ, მეც ამ ქვეყნის ნაწილი ვარ და ვთვლი, რომ მისი მონაწილეობით ქვეყანა გადარჩა რაღაც საშინელებას. ამას თუ დავამატებთ იმას, რომ მე მომეცა საშუალება დავბრუნებულიყავი სახლში და დამემტკიცებინა საკუთარი უდანაშაულობა, თავისთავად დამოკიდებულება აშკარად დადებითია”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვლის განცხადებით, ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ბიძინა ივანიშვილი დგას, კვალიფიციური ადამიანური რესურსის დეფიციტია, რადგან “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მიხეილ სააკაშვილმა “გაიწოვეს და მოწამლეს” კვალიფიციური და განათლებული კადრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი