“მე მინდა მივულოცო ქართველ სტუდენტობას, განსაკუთრებით კი იმ სოციალურად დაუცველ სტუდენტობას, რომლის უფლებებიც აქამდე შელახული იყო. ის საბუთები, რომლებიც შემოვიდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ადასტურებს იმას, რომ წესდება გასწორებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ამ სტუდენტების უფლებებს ახლა უკვე ამ უნივერსიტეტშიც დაიცავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს მთავრობა. მე გილოცავთ ყველას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

 

რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, მინისტრის განცხადებით, პროცესი ორშაბათიდან განახლდება და ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც ამას ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს.

 

იმის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ აგრარულ უნივერსიტეტში ხარვეზები აღმოფხვრილია, დღეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიიტანეს. დღესვე უნივერსიტეტის რექტორმა, ლაშა გოცირიძემ სამინისტროში ავტორიზაციის აღდგენასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *