“ჩვენ ველოდებით რომ სამინისტრო ამ დოკუმენტს საბჭოს გადასცემს და უნივერსიტეტს დაუბრუნდება ავტორიზაცია. მშვიდობიანი აქციით კი გამოვხატავთ რომ სხვა სტუდენტებიც სოლიდარობას გვიცხადებენ. აქციები მანამდე გაგრძელდება სანამ უნივერსიტეტს უკანონოდ ჩამორთმეული ავტორიზაცია არ დაუბრუნდება”, – განაცხადა სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრმა ლაშა ვაშაკიძემ.

განათლების სამინისტროსთან მიმდინარე აქცია 16:00 საათზე დაიწყო, აგრარული უნივერსიტეტის გარდა აქციაზე მივიდნენ შავი ზღვის უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები ტრანსფარანტებით “ჩვენ ვიცავთ ხარისხიანი განათლების უფლებას”, “ეს ჩვენც გვეხება”, მოვითხოვთ აბიტურიენტებს მიეცეთ საშუალება წელს ჩააბარონ აგრარულ უნივერსიტეტში”

სტუდენტები გამოეხმაურნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული სექტორის შექმნასთან დაკავშირებით:

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის გადაწყვეტილება რაც გამოიტანა ხარისხის ეროვნულმა საბჭომ არის აბსურდულ მიზეზებზე დაფუძნებული. მინისტრის სხვა შეთავაზებები და ინიციატივები ვფიქრობ რომ სოწრედ ამ გადაწყვეტილების გადაფარვაა და არა გამოსავლის პოვნა რაც მე ვფიქრობ სტუდენტების მოთხოვნებს მაინც ეწინააღდეგება”, – აცხადებს აქციის ერთ–ერთი მონაწილე, საზოგადოებრივი კავშირი “დროას” წარმომადგენელი ნათია ქოქოსაძე.

“ჩვენ არ გვჭირდება ახალი უნივერსიტეტი, ჩვენ დღეს აქ ვართ იმიტომ, რომ გვჯერა აგრარულ უნივერსიტეტს შეუძლია ყველაზე კარგი და ხარისხიანი განათლება მოგვცეს”, – განაცხადა ერთ–ერთმა სტუდენტმა ნინო ხასიამ.

სტუდენტები მშვიდობიანი აქციების გაგრძელებას მანამდე აპირებენ სანამ საბჭო ავტორიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *