“ის 30 წელზე მეტია სატელევიზიო ბიზნესში მუშაობს. დენ ბეიტსი აშშ-ში, სერბეთსა და რუმენეთში, სხვადასხვა ტელევიზიაში  უმაღლეს მმართველ თანამდებობებს იკავებდა. მას ეკავა მთავარი მენეჯერის პოზიცია რამდენიმე ტელეკომპანიაში, რომელსაც თავად ფლობდა ან აფილირებული იყო ისეთ სოლიდურ მედიაქსელებში, როგორიცაა CBS, FOX, NBC და ABC”, – ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 ტელევიზიის ადმინისტრაცია  თანამშრომლებს  დენ ბეიტსს დღეს „იმედის“ 10 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე წარუდგენს. დღესვე მთავარი საინფორმაციო გამოშვება“ქრონიკა” 20 საათზე შემოგთავაზებთ ინტერვიუს ტელეკომპანია „იმედის“ ახალ გენერალურ დირექტორთან.

საჯარო რეესტრში ჯერ ეს ცვლილებები ასახული არ არის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტელეიმედის გენერალური დირექტორი რეზო საყევარიშვილია. საყევარიშვილი ამ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც ეს ტელევიზია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა დაიბრუნა. ეს კი 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *