“ჩვენ დღეს შეგვაქვს დოკუმენტი, რომელშიც ჩანს, რომ რეალურად უნივერსიტეტს არანაირი ხარვეზი არ გააჩნია და ვითხოვთ, რომ ეს დოკუმენტი გადაიხედოს საბჭოს მიერ და ბათილად იქნეს ცნობილი მათი გადაწყვეტილება ავტორიზაციის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. ეს დოკუმენტი ადმინისტრაციასთან ერთად შევადგინეთ. მონიტორინგის სამსახურმა რაც დააფიქსირა დარღვევები, ზუსტად მათ ენაზეა დაწერილი, რომ არანაირი ხარვეზი აღარ არის. როგორც დაგვპირდა მინისტრი, მაჩვენეთ დოკუმენტი, რომ ყველაფერი აღმოიფხვრა და ავტორიზაცია კვლავ მოგენიჭებათო, ახლა ჩვენ უკვე გვაქვს ეს დოკუმენტი”, – აცხადებს ლაშა ვაშაკიძე.
სტუდენტების აქცია განათლების სამინისტროსთან 16:00 საათზეა დაგეგმილი. მასში მონაწილეობას აგრარული უნივერსიტეტის გარდა სხვა სასწავლებლების სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას.
