
“რუსეთის მხრიდან გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს გაგებით უნდა მოვეკიდოთ, მაშინ, როდესაც დასავლეთის მხრიდან წამოსულ კრიტიკას, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც კბილებით იცავდა საქართველოს 2008 წელს, აღიქმება, თითქოს ისინი არიან შეცდომაში შეყვანილი სააკაშვილის მხრიდან პროპაგანდისტულ ინფორმაციით და ა.შ. თითქოს ამ ინფორმაციაში რამე ისეთი ეწეროს, რაც მანამდე არ გაჟღერებულა. სახალხო პარტია ამ ინფორმაციას შეიძლება იღებდეს ძალიან ბევრი წყაროებიდან, პირველადი წყაროები მათთვის არის, ცხადია, ამ ქვეყნების საელჩოები, რომელთა წარმომადგენლებიც არიან იგივე სახალხო პარტიაში, დიპლომატიური მისიები, მათ შორის იღებენ ინფორმაციას ჩვენგანაც. ეს არის ფართო სპექტრი ინფორმაციების, საიდანაც ისინი აკეთებენ ანალიზს და შემდეგ გამოაქვთ გარკვეული დასკვნები.”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. მისი თქმით, ის ეს დეკლარაცია არ არის მხოლოს სახალხო პარტიის პოზიცია:
“მე მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ეს არ არის მხოლოდ სახალხო პარტიის პოზიცია, ის 23 პარლამენტარი, რომელმაც გამოაქვეყნა ეს წერილი, ყველა არ იყო სახალხო პარტიის წევრი, მხოლოდ რამდენიმე იყო სახალხო პარტიის წევრი და იქ იყო წარმოდგენილი ფრაქციების მთელი სპექტრი”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძე.
“ევროპის სახალხო პარტიამ” (EPP) დეკლარაცია გამოაქვეყნა, რომელშიც წუხილს გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემის შემდეგ ქვეყანაში უკან გადაიდგა ნაბიჯები კანონის უზენაესობის, სასამართლო და მედიის თავისუფლების კუთხით.
ვაშინგტონში კარნეგის ცენტრში მოხსენებით გამოსვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გარკვეული არხებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.
