- [გადაუნაწილებელი მანდატების] პროპორციულად გადანაწილება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს ან;
- გამარჯვებული პარტიისთვის ზედა ზღვარის დაწესება;
- და/ან საარჩევნო ბარიერის 2 ან 3 პროცენტამდე დაწევა.
ასევე, იარსებებს ფარდობითი ზღვარი, რომლის მიხედვით, გამარჯვებული პარტიის მიერ მიღებული გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ მიღებული ძირითადი მანდატების 35%-ს (მაგალითად, თუ პარტია მიიღებს ხმების 40%-ს, ის ბონუსის ხარჯზე ვერ მიიღებს მანდატების 54%-ზე მეტს). ამ მოდელის მიხედვით, პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსით, როგორც წესი, მხოლოდ იმ შემთხვევაში ისარგებლებს, თუ ის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 38-დან 44%-მდე მიიღებს,”- აღნიშნულია ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.