ახალი ამბები

გორის ვიცემერის ოჯახი დააყაჩაღეს

16 ივნისი, 2017 •
გორის ვიცემერის ოჯახი დააყაჩაღეს

გორის ვიცემერის, გოგა რაზმაძის ოჯახი დააყაჩაღეს, თავდამსხმელები ვიცემერის ბინაში შეიჭრნენ.

qartli.ge-ს ინფორმაციით, ყაჩაღობა გუშინ, 15 ივნისს მოხდა.

შსს-ს ცნობით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით, რაც გულისხმობს ყაჩაღობას ბინაში უკანონოდ, ჯგუფურად შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.

კანონის მიხედვით, აღნიშნული დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი არის თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რის შესახებაც შსს მოგვიანებით მოგვაწვდის ინფორმაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი