ივანიშვილის თქმით, მას არ აქვს ზუსტი პასუხი, რა ბედი უნდა ეწიოს აჭარის ტელევიზიას, თუმცა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავსად, ისიც ჭეშმარიტად საზოგადოებრივ ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს:


“ჩემი სურვილია, რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველა სახის მედია, აჭარის ტელევიზიაზე მე არ მაქვს ზუსტი პასუხი, თუმცა ჩემი დამოკიდებულება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ იცით და მრავალჯერ მითქვამს, რომ ის ფინანსდება საზოგადოებიდან და მაქსიმალურად  უნდა იყოს ორიენტირებული და გაუწიოს ანგარიში საზოგადოებას და და არა რომელიმე კერძო პარტიას ან მთავრობას. ჩემი აზრით, ასეთად უნდა მოიხსენიებოდეს აჭარის ტელევიზიაც. როგორც პირველი, არხი ჭეშმარიტად უნდა გავხადოთ საზოგადოებრივი, ისევე უნდა იყოს ალბათ აჭარის ტელევიზიასთან.

ჭეშმარიტად უნდა გავხადოთ საზოგადოებრივი როგორც პირველი არხი, ასევე აჭარის ტელევიზია. მე ვადევნებ პროცესებს თვალ–ყურს პირველ არხს. იცით, ის არ იყო საზოგადოებრივი. დღესაც კარგად ხედავთ, რა ხდება იქ, თვითონ უკეთებენ კოორდინაციას და ჩაიტანეს ევროპაში და დასკვნაც კი მიიღეს ევროსაბჭოში, რომ თითქოს ჩვენ პირველ არხს ვავიწროვებთ. ჯერ კიდევ გრძელდება ძველი ძალადობა და მე მგონი, რომ ცოტა მოთმინებაც უნდა ვიქონიოთ, მე მგონი, რომ უახლოეს დროში ეს ჩაცხრება და მიიღებს ჯანსაღ სახეს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *