ახალი ამბები

ივანიშვილი: თუ სააკაშვილი დაითხოვს მთავრობას, მთელი საქართველო სიცილით მოკვდება

14 მარტი, 2013 • • 925
ივანიშვილი: თუ სააკაშვილი დაითხოვს მთავრობას, მთელი საქართველო სიცილით მოკვდება

“პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებაზე მთელი საქართველო სიცილით მოკვდება” – ეს კომენტარი ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას გააკეთა.

 

 

 

“რომ წარმოვიდგინოთ, ეს თემა აწეულია. კანონი უნდა ჩავარდეს. ჯერ სააკაშვილს უნდა ნაციონალური მოძრაობა შეკრას ერთ მუშტად და საკონსტიტუციო ცვლილება არ გავიდეს. ჩემთვის წარმოუდგენელია და გარწმუნებთ რომ, სააკაშვილი თუ ამით სარგებლობას დაიწყებს, მას გარიცხავენ ევროპული პარტიიდან. ეს თემა აიწევს მაქსიმალურად მაღლა ამერიკაშიც  და ევროპაშიც. მას საერთოდ დაეკარგება იმიჯი. გარეთ არ გაესვლება არც მას და არც “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრებს “– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

მისი თქმით, ამ თემის მხარდამჭერები უნდა იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად: “ვინც ამ თემას დაუჭერს მხარს, გარწმუნებთ, რომ ეს თემა აყროლდება იმ დონეზე, რომ თავი არ აეწევა არავის. გარწმუნებთ, რომ ჯერ სიცილი არ გვეყოფა ქართველებს და არ დაიჯერებენ, მართლა აკეთებს თუ არა ეს კაცი ამას ამ ეტაპზე. შემდეგ, სიტყვა რისხვა საკმარისია, რომ ვთქვათ. რისხვა მოჰყვება ამას საქართველოში და მხარდაჭერა ამერიკიდან და ევროპიდან. ეს ისეთი მარტივი გასაგებია, რომ თავი უნდა შევიკავო ამ პროცესის გაანალიზებისაგან.”

მასალების გადაბეჭდვის წესი