ახალი ამბები

იუმორისტ დავით როსტომაშვილს თავს დაესხნენ

14 ივნისი, 2017 •
იუმორისტ დავით როსტომაშვილს თავს დაესხნენ

დღეს, 14 ივნისს, თბილისში იუმორისტ დავით როსტომაშვილს ბეისბოლის ბიტით თავს დაესხნენ. ფეისბუკზე გავრცელებულ ფოტომასალაზე ჩანს, რომ როსტომაშვილი თავდასხმის შედეგად დაშავებულია და სისხლი მოსდის.

ირაკლი კ., ვინც ფოტოები გაავრცელა, ფეისბუკზე წერს, რომ ნიღბიანმა თავდამსხმელმა როსტომაშვილს ბეისბოლის ბიტი დაარტყა.

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ერთი პირი ცხელ კვალზე უკვე დააკავეს და ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დავით როსტომაშვილი თავდასხმის შემდეგ. ფოტო: ირაკლი კ.

მასალების გადაბეჭდვის წესი