ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშე შემოვა

14 მარტი, 2013 • • 1475
ბიძინა ივანიშვილი: ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშე შემოვა

მისი თქმით, წამლების გაიაფების კუთხით არსებობს სპეციალური პროგრამა:

 

წამლები
წამლები

“ბაზარზე ფასების დაწევა ახალი მოთამაშის შემოყვანის გზით მოხდება ისე, რომ არ დავაზიანიოთ პირველი ორი ხაზის სააფთიაქო ქსელის ბიზნესი, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. გაიაფება შეინიშნება ფარმაციის ბაზარზე, ახალი მოთამაშე უნდა შემოვიყვანოთ და ფასები დაიწევს ისე, რომ არ დაზარალდეს სხვა მოთამაშე.”

 

 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას უკვე ჰქონდა მოლაპარაკება გარკვეულ ჯგუფთან, რომელმაც შესაძლოა ქვეყანაში საყოველთაო მოხმარების წამლები შემოიტანოს: 

 

“მე უკვე მქონდა მიოლაპარაკება ცნობილ ბიზნესმენთან, ჩემს მეგობართან, ჩემი ნაცნობია ძველი. იქნებ ფართო  მოხმარების წამლებზე მოვახერხოთ ფასის შემცირება. ძირითადი დასახელება რაც არის, მოვახერხოთ მკვეთრად ფასების დაწევა. რაც კიდევ უფრო გაუიოლებს მოსახლეობას, მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი