“არ შეიძლება ჯალათებთან და მკვლელებთან კოაბიტაცია. არ შეიძლება მათი განხილვა ოპოზიციად და ჩვეულევრივ პოლიტიკურ ძალად, რომელთანაც მიდის პოლიტიკური დებატები. ორი მიზეზის გამო- ისინი არ არიან ოპოზიციაში; პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ჰყავს პრეზიდენტი, გუბერნატორები და სასამართლოს აკონტროლებს, ძნელია უწოდო ოპოზიცია,” – ეს განცხადება კობა დავითაშვილმა მე–9 არხის გადაცემა “მთავარ კითხვაში” გააკეთა. 

 

 

კობა დავითაშვილი
კობა დავითაშვილი

 

დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში არის ორხელისუფლებიანობა: “სააკაშვილის ხელისუფლება დასუსტებულია, მაგრამ  ჯერ ხელისუფლებიდან წასული არ არის. ეს პროცესი უნდა იქნას მიყვანილი ბოლომდე. როდესაც ისინი არიან პარლამენტში, მათ ჰყავთ პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია გარეკოს პარლამენტი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე  და დანიშნულ მთავრობას ჩაატარებინოს ახალი არჩევნები, ამას ოპოზიცია არ ჰქვია.”

 

 

 

დავითაშვილი სააკაშვილის ხელისუფლებას ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟმის შექმნაში ადანაშაულებს:” ეს ადამიანები დღესაც ერთი წუთით არ ნანობენ იმას, რაც გააკეთეს. ერთ რამეს ნანობენ, რომ არ არიან ხელისუფლებაში, თორემ სიამოვნებით გააგრძელებდნენ იმ ტერორის პოლიტიკას, რომელსაც ატარებდნენ. ასეთი ტიპის პოლიტიკურ ძალასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა, ჩემი აზრით, გაუმართლებელია. ჩვენ საზოგადოება არ გვაპატიებს ამას. საზოგადოება მოელის მართლმსაჯულების აღსრულებას.”

 

 

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, ქვეყანაში ცხრა წლის განმავლობაში მოხდა უამრავი დანაშაული: “ამას თავისი სახელი არ დაერქვა იმიტომ, რომ დანაშაულს სჩადიოდნენ პრეზიდენტი, მინისტრები, პარლამენტის წევრები, უმაღლესი თანამდებობის პირები. ხალხმა აგვირჩია იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დაბრუნდეს მართლმსაჯულება.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *