კბილაშვილის განცხადებით, ჯგუფი თავიდან ბოლომდე ახალგაზრდა პროკურორებით დაკომპლექტდა, რომლებმაც სტაჟირება წელს დაასრულეს:
“ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ამა თუ იმ საქმესთან მიმართებაში რომელიმე პროკურორის სუბიექტური პოზიცია გამოირიცხოს. ჩვენ შევქმენით 12-კაციანი ჯგუფი იმ მიზნით, რომ პროკურატურაში შემოსული უამრავი საჩივარი ჯეროვნად და სამართლიანად იყოს გამოძიებული და პირის მიმართ გადაწყვეტილება იყოს მიღებული არა ზოგადად გავრცელებული აზრის საფუძველზე, არამედ კონკრეტული შესწავლის შედეგად.”
მთავარი პროკურორის განმარტებით, ჯგუფს ექნება სრული ხელშეწყობა, რათა გამოძიება სწრაფად აწარმოონ.