ახალი ამბები

ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამია რ2-ში მუშაობას აგრძელებს

14 ივნისი, 2017 •
ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამია რ2-ში მუშაობას აგრძელებს

რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ამბობს, რიმ ნიკა გვარამია ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს. როგორც მელაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, მისი ინფორმაციით, არაფრის შეცვლა არ იგეგმება.

“მე შემიძლია ძალიან მოკლედ გითხრათ, რომ არაფერი შეცვლილა, ნიკა გვარამია ისევ რუსთავი 2-ის დირექტორია, როგორც მანამდე იყო, და განაგრძობს მუშაობს. მას არც განცხადება დაუწერია ან რაიმე მსგავსი…  დილიდან საღამომდე ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და არც არაფრის შეცვლა არ იგეგმება”, – გვითხრა ნოდარ მელაძემ.

წინა კვირაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნიკა გვარამიამ რუსთავი 2-ის გენდირექტორის თანამდებობა დატოვა. არხის ერთ-ერთმა სახემ, ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით, გვარამიამ ამის შესახებ კურიერის ოპერატორებთან გამართულ თათბირზე განაცხადა, რომელსაც არხის ერთ-ერთი მფლობელიც ესწრებოდა. კვირას არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ გვარამიას ხვალვე შეუძლია განაახლოს რ2-ში თავისი უფლება-მოვალეობების შესრულება

“ნიკა გვარამიას არც განცხადება გაუკეთებია, რომ მიდის და არც განცხადება დაუწერია”, – ამბობს ნოდარ მელაძე. მისი თქმით, გვარამია ახლაც ტელეკომპანიაშია და მუშაობას აგრძელებს.

ნეტგაზეთი გვარამიასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანიაში ფინანსური პრობლემები არსებობს და სწორედ ეს გახდა სირთულეების მიზეზი. მელაძე ამბობს, რომ ფინანსური საკითხებზე საუბარი მისი კომპეტენცია არ არის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი