შეხვედრის პარალელურად შენობის გარეთ სტუდენტები არიან მობილიზებული, მათ შორის არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტისა და თსუ-ს სტუდენტები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლებს.
შეკრებილებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით – “დაიცავი დღეს, არ გახდე შემდეგი!” “დროა!”
სამინისტროს წინ გზა გადაკეტილია და ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
მინისტრთან სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრას ესწრებიან მედიის წარმომადგენლები. შეხვედრის დასრულების შემდეგ საინიციატივო ჯგუფის წევრები სიტყვით მიმართავენ სამინისტროს გარეთ შეკრებულ სტუდენტებს.
შეგახსენებთ, რომ 12 მარტს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს გაუუქმდა აკრედიტაცია, რასაც საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს.
ლაივსტრიმის ავტორია თათა ჩიკვილაძე.