“ვიძიებთ ამ საკითხს, ეს არის ერთ-ერთი თემა ჩვენთვის და გვაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანების ორგანოების უკანონოდ ამოღება ხდებოდა. მინდა გითხრათ, რომ ამ დროისთვის ხდება ამ ინფორმაციის გადამოწმება და მიმდინარეობს ძიების პროცესი”, – უთხრა “ნეტგაზეთს” საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა.
კბილაშვილი ამ ეტაპზე კონკრეტულ ფაქტებს არ ასახელებს. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პატიმრების ორგანოებით ვაჭრობას ჰქონდა ადგილი პირველად საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაახმიანა 9 მარტს, სასტუმრო “რედისონში” მართლმსაჯულების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარდა, თომას ჰამარბერგი მონაწილეობდა.





