პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, მინისტრების ხელფასებისთვის გასულ წლებთან შედარებით ბიუჯეტიდან გაცილებით ნაკლები თანხა დაიხარჯება და ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის აბსოლუტურად გამჭვირვალეა.

 

ფული
ფული

 

პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობა უარს ამბობს ყოფილი ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, როდესაც მინისტრები ყოველ თვეში, ან თვეში რამდენჯერმე, თვითონვე იწერდნენ პრემიებს.

 

მინისტრები ყოველთვიურად, ყოველგვარი სახელფასო დანამატით, ხელზე აიღებენ 6300 ლარს.

 

პრემია კი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, წელიწადში ერთხელ გაიცემა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *