ახალი ამბები

ნილს სკოტი Birja Mafia-ზე: სასიამოვნო სიურპრიზი იყო საზოგადოების მიერ გამოხატული ერთიანობა

13 ივნისი, 2017 • 3129
ნილს სკოტი Birja Mafia-ზე: სასიამოვნო სიურპრიზი იყო საზოგადოების მიერ გამოხატული ერთიანობა

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში, ნილს სკოტი აცხადებს, რომ Birja Mafia-ს წევრების დაკავებასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების მიერ გამოხატული პროტესტი და სოლიდარობა მათთვის “სასიამოვნო სიურპრიზი იყო”.

ნილს სკოტმა ეს კომენტარი 13 ივნისს თბილისში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა:

“ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჩვენთვის, ძალიან ჯანსაღი რეაქცია, რომელიც ჰქონდა ქართულ საზოგადოებას ამ შემთხვევაზე და ის ერთიანობა, რომელიც ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოხატეს. დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობაა, რომ ყველა მოქალაქის მიმართ მოპყრობა- განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება სასმართლოს, სამართალს, მართლმსაჯულებას- აბსოლუტურად სამართლიანი და სრულიად გამჭვირვალე იყოს. ამ შემთხვევაში ეს ნაკლებად მოხდა და საზოგადოება გაერთიანდა ამის წინააღმდეგ, რაც ძალიან კარგია. ველოდებით გამოძიების შდეგებს და იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროცესი სრულიად გამჭვირვალე იქნება,” – განაცხადა ნილს სკოტმა ჟურალისტებთან საუბრისას.

გუშინ, 12 ივნისს, სააპელაციო სასამართლომ Birja Mafia-ს ორი წევრი, რომელთაც ნარკოდანაშაულში ედებათ ბრალი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა წინასწარი პატიმრობიდან. ამ გათავისუფლებას წინ უძღოდა Birja Mafia-ს წევრების მხარდასაჭერად და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისის ცენტრში გამართული აქცია, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასაც. კერძოდ, ისინი ვარაუდობდნენ, რომ Birja Mafia-ს წევრებს ნარკოტიკი ვიდეოკლიპში პოლიციელის გაშარჟების გამო “ჩაუდეს”. ამ საკითხის შესახებ განცხადებები გაავრცელეს პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კალაძემ და ბერა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი