ახალი ამბები

პრემიები პოლიციის აკადემიაში

12 მარტი, 2013 • 2164
პრემიები პოლიციის აკადემიაში

“ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტუტუტის” მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, შსს-ს აკადემიაში 79 შტატიანი თანამშრომელია. თანამშრომელთა მინიმალური ხელფასი 735 ლარია, მაქსიმალური ხელფასი – 2950 ლარი, რექტორს აქვს. აკადემიას სამი პრორექტორი ჰყავს და თითოეული მათგანის თანამდებობრივი სარგო 2445 ლარია.

 

ინფორმაცია მოჭიდავე ლუკა კურტანიძის შსს-ს აკადემიის პრორექტორად დანიშვნის თაობაზე მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში გახდა მედიისთვის ცნობილი, თუმცა, როგორც აკადემიიდან გაცემული დაკუმენტაციიდან ირკვევა, კურტანიძეს ამ თანამდებობაზე მუშაობისთვის ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში აქვს აღებული პრემია 2500 ლარის ოდენობით, ისევე როგორც მის ორ დანარჩენ კოლეგას – ზაალ კაპანაძესა და ფრიდონ დიასამიძეს. მათთვის გაცემული პრემიების ოდენობა 1875 ლარამდე შემცირდა 2013 წლის იანვარში.

 

2500 ლარი აიღო პრემიის სახით შსს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა იანვარში, ხოლო დეკემბერში – 3750 ლარი, თუმცა ამ კუთხით მას ამ დრომდე არ მოუხსნია მისი წინამორბედების “რეკორდი”: მაგალითად, ხატია დეკანოიძემ 2012 წლის მაისში პრემიის სახით 6250 ლარი მიიღო, ამდენივე ოდენობის პრემია აიღო დავით აფრასიძემ გასული წლის ოქტომბერში.

 

შსს აკადემიიდან 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად 7 თანამშრომელი დაითხოვა ხელმძღვანელობამ, 8 კი  პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი