ქარელის მუნიციპალიტეტში დედა-შვილი მოკლეს – ამის შესახებ ნეტგაზეთს ინფორმაცია შსს-ში დაუდასტურეს.

“რუსთავი 2”-თან საუბრისას დედა-შვილის მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობოთ, მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება და დანიშნულის კომპლექსური ექსპერტიზები.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *