როგორც სტუდენტები აცხადებენ, შეხვედრა დაახლოებით 20 წუთი გრძელდებოდა და მათ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს:
“შეხვედრა არ დასრულდა, მინისტრი წავიდა და ჩვენ აქ ვართ ისევ, თავი აგვარიდა იმიტომ, რომ რაღაცებზე თავისებური შეედულებების გამო ჩათვალა, რომ არ უნდა დარჩენილიყო. დავუსვით ძალიან ბევრი შეკითხვა, რაზეც კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ. ვერ ვიტყვი, რომ ასიდან ასივე კითხვაზე ვერ გვიპასუხა, მაგრამ უმეტეს კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ”, – აცხადებს ერთ–ერთი სტუდენტი ლაშა ვაშაკიძე.








