ახალი ამბები

მარგველაშვილი: არ მესმის, რა პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზეა საუბარი

12 მარტი, 2013 •
მარგველაშვილი: არ მესმის, რა პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზეა საუბარი

გიორგი მარგველაშვილის თქმით, აგრარული უნივერსიტეტის შემოწმების პროცესი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და ადმინისტრაციას ჰქონდა მიცემული ერთთვიანი ვადა, რომ გამოესწორებინა პრობლემა, თუმცა გამოსოწრდა მხოლოდ პრობლემების ნაწილი.

 

გიორგი მარგველაშვილი არ იზიარებს პრეტენზიებს, რომელიც ეხება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საბჭოს პოლიტიკურ მიკერძოებულობას. მარგველაშვილის თქმით, ჯერ კიდვ 2012 წელს საბჭომ შესაბამისი ხარისხის მიანიჭა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს, რომლის რექტორიც თავად იყო. როგორც განათლების მინისტრი აცხადებს, მიუხედავად მისი პოლიტიკური პოზიციისა, საბჭომ მაშინ მიიღო მიუკერძებელი გადაწყვეტილება და, შესაბამისად, მისდამი სანდოობა  მარგველაშვილისთვის ეჭვქვეშ არასდროს არ დამდგარა, რადგან ის მიუკერძოებელი ორგანოა.

 

განათლების მინისტრის თქმით, ძალიან ცუდია, როცა ხდება სახელმწიფო ინსტიტუციების დისკრედიტაცია სხვადასხვა

გიორგი მარგველაშვილი/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
გიორგი მარგველაშვილი/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

განცხადებებით. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, აგრარული მიმართულებით სწავლება სახელმწიფოს პრიორიტეტია, რადგან აღნიშნული დარგი, ვეტერინარიასთან ერთად, იმ პროფესიების ჩამონათვალშია მოხვედრილი, რომელთა სწავლასაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს. მინისტრის განმარტებით, აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერება ემსახურება სტუდენტთა ინტერესესს – მიიღონ უფრო ხარიხსიანი განათლება.

 

“არავითარ პოლიტიკურ დევნაზე არ არის ლაპარაკი. ეს არის სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა “მეცხრე არხის” დილის გადაცემაში. მისი მოსაზრებით, დანაშაული იქნებოდა, ამ პრობლემებზე ხარისხის მართვის ცენტრს თვალი დაეხუჭა იმის გამო, რომ ის გარკვეულ პირებთანაა დაკავშირებული.

 

როგორც მინისტრი აცხადებს, ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ფასდებიან უნივერსიტეტები, შემუშავებულია წინა ხელისუფლების მიერ, ასევე წინა ხელისუფლებისა მიერაა დაკომპლექტებული ის საბჭო, რომელმაც ავტორიზაცია შეუჩერა აგრარულ უნივერსიტეტს და, შესაბამისად, მას არ ესმის, რა პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე შეიძლება იყოს საუბარი. მარგველაშვილისთვის ასევე გაუგებარია, თუ რატომ არ ცდილობს აღნიშნუშნული უნივერსიტეტი იმ ხარვეზების გამოსწორებას, რომელის არსებობასაც თავად ადასტურებს. 

 

“ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ სტუდენტების ინტერესი იქნება დაკმაყოფილებული, ბუნებრივია, არა კანონის ხარჯზე”, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა. მისი თქმით, ავტორიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება წლის ბოლოს შედის ძალაში და სამინისტრო ეცდება, რომ იზრუნოს თითოეული სტუდენტის ბედზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი