ახალი ამბები

დავით ზურაბიშვილი: ლაპარაკი, რომ “უნივერსიტეტი დახურეს”, არის ტყუილი

12 მარტი, 2013 •
დავით ზურაბიშვილი: ლაპარაკი, რომ “უნივერსიტეტი დახურეს”, არის ტყუილი

“ავტორიზაციის შეჩერება არ ნიშნავს ავტორიზაციის შეწყვეტას და გაუქმებას, ანუ ლაპარაკი იმის შესახებ, რომ “უნივერსიტეტი დახურეს” და ა. შ. არის ტყუილი და არ შეესაბამება სინამდვილეს.

ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტს მიეცა ვადა საბჭოს მიერ დადგენილი დარღვევების გამოსასწორებლად (სხვათა შორის, პრაქტიკულად ამასვე ითხოვდა უნივერსიტეტის რექტორი). თუ ეს ხარვეზები გასწორდება, მიმდინარე სემესტრის განმავლობაში უნივერსიტეტს შეუძლია კვლავ შეიტანოს განაცხადი ავტორიზაციის აღდგენაზე. ამ ხნის მანძილზე უნივერსიტეტში ჩვეულებრივად გრძელდება ცხოვრება”, – წერს დავით ზურაბიშვილი.

მინისტრის მოადგილე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

საგანამანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის მინიჭების საბჭომ აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხზე მსჯელობა გუშინ, 11 მარტს, დაახლოებით 20:00  საათზე დაიწყო, სხდომა  გამთენიისას დასრულდა. საბჭოს გადაწყვეტილებით აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმდა.

საბჭოს სხდომის პარალელურად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შენობასთან აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია მიმდინარეობდა.

დავით ზურაბიშვილი/ფოტო რადიო თავისუფლება
დავით ზურაბიშვილი/ფოტო რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი