თბილისის მერიაში “ნაციონალურმა მოძრაობამ” შესაბამისი განცხადება უკვე შეიტანა.
თბილისის მერიის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები 19 აპრილს თბილისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან.
“მსურველებს შემოაქვთ მხოლოდ განაცხადი, ჩვენ არ გავცემთ მიტინგის ჩატარების უფლებას. ჩვენ მათ ვუმარტავთ კანონმდებლობით განსაზღვრულ წესებს, რომელიც აქციის მსვლელობისას უნდა დაიცვან” – აცხადებენ თბილისის მერიის პრესსამსახურში.