ახალი ამბები

ვაზიანში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა

11 მარტი, 2013 •
ვაზიანში საცხოვრებელი  კორპუსი ჩამოინგრა

სამაშველო სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ სატელეფონო შეტყობინება 112–ში  15 საათასა და 41 წუთზე შევიდა. სამაშველო სამსახურის ჯგუფები შემთხევვის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ.   

 

კორპუსი 5- სართულიანია. დაზარალებულთა განცხადებით, კორპუსის ნანგრევებში არავინ არ მოყოლილა. ნგრევის მიზეზად მოსახლეობა კანალიზაციის სისტემის გაუმართაობას ასახელებს. 

  

ვაზიანში მდებარე ჩამონგრეულ კორპუსში აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობდნენ. ინციდენტის ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. მსხვერპლის შესახებ იმფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. შენობიდან კორპუსის მცხოვრებელთა ევაკუაცია დასრულდა. ამ დროისათვის სამაშველო სამსახური ტერიტორიიდან ნანგრევების გატანას ახორციელებს.   

მასალების გადაბეჭდვის წესი