ახალი ამბები

აქცია აგრარურული უნივერსიტეტის დასაცავად

11 მარტი, 2013 • 986
აქცია აგრარურული უნივერსიტეტის დასაცავად

მათი თქმით, ავტორიზაციის ცენტრის შენობას ვერ დატოვებენ იქ მიმდინარე სხდომის გამო და მინისტრს დღეს ვერ შეხვდებიან.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შენობასთან ამ დროისთვის 600-მდე სტუდენტია შეკრებილი. მათი დიდი ნაწილი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტია, მათ ასევე შეუერთდნენ კავკასიის და საავიაციო უნივერსიტეტების სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩვენ გვიყვარს აფხაზეთი”, რომლის წევრები აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტები არიან.

აქციის მონაწილეები ცდილობენ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც საგანამანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის მინიჭების საბჭომ დღეს საღამოს უნდა იმსჯელოს.

საბჭოს აგრარული უნივესიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების მოთხოვით საინიციატივო ჯგუფმა მიმართა, რომლის ერთ-ერთი წევრი ზურაბ ლობჟანიძე აცხადებს, რომ ამისთვის სანიციატივო ჯგუფს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა.  

ზურაბ ლობჟანიძე არის აგრარული უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი, რომელიც გაათავისუფლეს. 

“ჩვენი გათავისუფლების მერე გამოირკვა, რომ აგრარული მიმართულებით სწავლება იმ სპეციალობებზე, რომელიც ხორციელდებოდა ჩვენ დროს აგრარულ უნივერსიტეტში, დღეს მილევად რეჟიმშია გადასული. საბჭო იმსჯელებს, განხილავს ყველა საკითხს და შესაძლოა სულაც არ დადგეს ავტორიზაციის შეწყვეტის საკითხი, “ – აცხადებს ლობჟანიძე. 

სტუდენტები აცხადებენ, რომ ავტორიზაციის შეწყვეტის შემთხვევაში სხვა უნივერსიტეტში გადასვლას არ გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი