ახალი ამბები

წულუკიანი: მალე იუსტიციის საბჭოს ახალი შემადგენლობა ეყოლება

11 მარტი, 2013 •
წულუკიანი:  მალე იუსტიციის საბჭოს ახალი შემადგენლობა ეყოლება

“ვენეციის კომისიამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვა იმ კანონპროექტზე, რომლის ავტორია იუსტიციის სამინისტრო და რომელიც  ჩვენს მართლმსაჯულებას ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებს. მან თქვა, რომ ის არის დადებითი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილება მოხდება, რასაც ვენეციის კომისია ეთანხმება და რომც არ ეთანხმებოდეს, ეს ცვლილება მაინც საჭიროა,”- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.


წულუკიანის განმარტებით, საბჭოს ახალი წევრები კონფერენციამ დემოკრატიული წესით უნდა აირჩიოს. 


“ჩვენ გვინდა, რომ კონფერენციამ აირჩიოს ახალი წევრები დემოკრატიული წესით, კენჭისყრა იქნება ფარული და კოტე კუბლაშვილს აღარ ექნება ექსკლუზიური უფლება დაასახელოს საბჭოს წევრთა კანდიდატები.”

 

მინისტრის თქმითვე, მომავალი კვირიდან პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტის მეორედ მოსმენა შედგება, იუსტიციის მოქმედ უმაღლეს საბჭოს შემადგენლობას კი ახალი კანონის ამოქმედებიდან ორი კვირის ვადა მიეცემა იმისთვის, რომ კონფერენციამ თავიდან ჩაატაროს არჩევნები. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი