ახალი ამბები

უზენაესი სასამართლო ვენეციის კომისიის რეკომენდაციას იწონებს

11 მარტი, 2013 •
უზენაესი სასამართლო ვენეციის კომისიის რეკომენდაციას იწონებს

კონსტანტინე კუბლაშვილმა დღეს, 11 მარტს, ჟურნალისტებს გააცნო უზენაესი სასამართლოს მოსაზრებები ვენეციის

კოტე კუბლაშვილი
კოტე კუბლაშვილი

კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით.

 

“უზენაესი სასამართლო მიესალმება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე პროცესში ვენეციის კომისიის ჩართულობას. მისასალმებელია ის გარემოება, რომ ვენეციის კომისიამ გაითავლისწინა სასამართლო წარმომადგენელთა შენიშვნები და თავის დასკვნაში მიუთითა, რომ “ვენეციის კომისიის მოსაზრებით, სასამართლო ხელისუფლების მომავალი ფუნქციონირებისა და ორგანიზაციული საკითხების შემუშავების დროს საკანონმდებლო უფლებამოსილების გამოყენებისას პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის იუსტიციის უაღლესი საბჭოს უწყვეტობას”.

 

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის ამოქმედება ავტომატურად არ უნდა იწვევდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძველი შემადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტას.

 

ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, ამ ცვლილების ამოქმედება ახალი მთავრობის ან საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მისთვის არასასურველი შემადგენლობის საკანონმდებლო ცვლილების გზით შეცვლის გაუმართლებელ და სასამართლო ხელსიუფლების დამოუკიდებლობის ხელმყოფ პრეცედენტს შექმნიდა”, – აცხადებს საქართველს უზენაესი სასამართლო.

 

სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის თქმით,  იუსტიციის საჭოს ამჟამინდელი წევრები 2011–2012 წლებში არიან დანიშნული 4 წლის ვადით. ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციით კი, კანონის ცვლილების შემდეგ უზენაესი საბჭოს მხოლოდ იმ წევრების ხელახლა არჩევის საკითხი უნდა დადგეს, ვინც არ არიან სასამართლოს თავმჯდომარეები და დანიშნულნი არიან ადმინსიტრაციული კომიტეტის მიერ. ასეთი კი, კუბლაშვილის თქმით, მხოლოდ 1 წევრია, რომლის კანდიდატურა ამ თანამდებობაზე მოსამართლეთა კონფერენციამ უნდა განიხილოს საწინააღმდეგო კანდიდატურის გარეშე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი