მისი თქმით, ეს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას შეუწყობს ხელს, ამავდროულად ტერმინი “ოკუპაცია” უნდა შეიცვალოს ტერმინით “წახალისებული სეპარატიზმი”.
“თუ გადავხედავთ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს, არსებობენ წმინდა ევროპული მიმართულების პარტიები, ასევე პარტიები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ამერიკის შეერთებულ შტატებზე. არსებობენ ნაციონალური ჯგუფები და ასევე არსებობენ ჯგუფები, რომელთაც ურთიერთობა აქვთ აქტიური რუსეთთან. ამ ჯგუფებს საზოგადოება ეძახის პრორუსულს. მე ვთვლი, რომ საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს სამწვეროვანი პოლიტილური სისტემა, ერთი იქნება პროდასავლური მიმართულება, მეორე ეროვნული და მესამე იქნება პრორუსული. ამ სამ ვექტორს შორის ურთიერთკონკურენცია შექმნის პროგრესირებად პოლიტიკურ სისტემას და ეს წაიყვანს ქვეყანას ნორმალური ვითარებისაკენ. უგულებელყოფა პრორუსული ორიენტაციისა წარმოუდგენელია. საკმაოდ სოლიდური ელექტორატი ჰყავს ამ მიმართულებას და მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, როცა ეს მიმართულება აქტიურობას დაიწყებს” – ეს განცხადება ვალერი ხაბურძანიამ “პრაიმთაიმის” პრესკლუბში 11 თებერვალს გააკეთა.
ხაბურძანიას განცხადებით, მისი პოლიტიკური არჩევანი იმან განაპირობა, რომ რეალური პოლიტიკური სისტემა არსებობს, როემლიც მხარს უჭრს რუსეთას: “წელიწადნახევარი რუსეთში ვარ და ადამიანმა, რომელმაც არ იცის რუსეთი და მისი პოლიტიკური სისტემა, საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში შესვლა გაუჭირდება. პოლიტიკური სისტემა უკეთესი გახდება, თუ მასში ჩაერთვებიან ის ჯგუფები, რომელთაც რუსეთი იციან.”
ვალერი ხაბურძანია კახა კუკავას “თავისუფალი საქართველოსთან” ურთიერთობას გეგმავს:”შესაძლებელია განვიხილოთ ზურაბ ნოღაიდელი, თუ გააგრძელებს საქმიანობას, მას გარკვეული რეიტინგი აქვს და იგივე ნინო ბურჯანაძე. თუმცა ის არ თვლის თავს პრორუსულ ჯგუფად. შესაძლებელია მინდია გულუას პოლიტიკურ დაჯგუფებასთან საუბარი.”
ვალერი ხაბურძანია აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთს კლასიკური ოკუპაცია არ განუხორციელებია: “ჩვენ არ გვაქვს კლასიკურ ოკუპაციასთან საქმე, წახალისებულია და მხარდაჭერილია სეპარატიზმი. ტერმინი “მხარდაჭერილი სეპარატიზმი” ნაკლებად ყურისმომჭრელი იქნება აფხაზებისთვის, ოსებისთვის და რუსებისთვისაც და შესაძლოა ეს ტერმინი მათთან საუბარშიც დამკვიდრდდეს. უფრო ადვილად ვისაუბროთ. კაცს დავუძახოთ ოკუპანტი, შემდეგ მასთან ძნელია ვისაუბროთ. შეიძლება საერთაშორისო დოკუმენტებში ბევრი ტერმინი ეწეროს, მაგრამ შემდგომში ეს ტერმინები იცვლება.”




