როგორც APA იუწყება, პოლიციამ დაიკავა ნიზამის ქუჩა, ფანტანის მოედანი და აზიზ ალიევის ქუჩა. საპატრულო პოლიცია და სპეცრაზმი აღნიშნულ ადგილებში განთავსდნენ.
ბაქოს მთავარი პოლიციის სამართველოს ხელმძღვანელის მოადგილე სალაბ ბაგიროვიც იმყოფებოდა ადგილზე. მომიტინგეთა ჯგუფმა რამდენჯერმე სცადა ფანტანის მოედანზე შესვლა შეძახილით- “დასრულდეს ჯარისკაცების სიკვდილი”. პოლიციამ განუცხადა აქციის მონაწილეებს, რომ მიტინგი არ იყო სანქცირებული ბაქოს მერიის მიერ და პოლიცია მას აღკვეთდა. პოლიციამ შეკრებილებს წასვლა უბრძანა.
წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ. მომიტინგეების რაოდენობა 50 ადამიანზე მეტი იყო, თუმცა პოლიციას არ გაუვრცელებია ოფიციალური განცხადება აღნიშნულის შესახებ.
აქცია სოციალურ ქსელ “Facebook”-ში დაიგეგმა.