ახალი ამბები

ზუგდიდში მომხდარი ავტოავარიის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა

9 მარტი, 2013 •
ზუგდიდში მომხდარი ავტოავარიის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა

“ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყაროში  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი „ოპელ ომეგა”-ს მარკის ავტომობილი  და „კია”-ს მარკის ჯიპი  ერთმანეთს შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად  „ოპელი”-ს  ოთხი მგზავრი ადგილზე დაიღუპა. დეფორმირებული ავტომანქანიდან გარდაცვლილები  სამაშველო სამსახურმა ამოიყვანა. შემთხვევის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული. ორივე ავტომანქანის მძღოლმა  სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის წმინდა საბას სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”- ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

როგორც შსს–ში აცხადებენ, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი  გადაჭარბებული სიჩქარე და არასწორი მანევრირება გახდა , ხოლო   მძღოლების სიმთვრალე-სიფხიზლეს ექსპერტიზა დაადგენს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საგამოძიებო განყოფილება აწარმოებს

მასალების გადაბეჭდვის წესი