წულუიანის განცხადებით, დასკვნა, რომელიც მან გუშინ საღმოს მიიღო, ადასტურებს იმას, რომ რეფორმას იუსტიციის სამინისტროს ავტორობით, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა, ვენეციის კომისიამ მწვანე შუქი აუნთო.
“ვენეციის კომისია ამ რეფორმას აფასებს, როგორც პროგრესს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის გზაზე, როგორც ევროპულ სტანდარტებთან მართლმსაჯულების დაახლოვებას და ეს არის, დამეთანხმებით, დადებითი შეფასებები. ვენეციის კომისია ეთანხმება იმას, რომ პრეზიდენტს აღარ ჰყავდეს ორი წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ვენეციის კომისია დადებითად აფასებს იმასაც, რომ პარლამენტის წევრები არ იყვნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და 8 წევრ მოსამართლეზე ამბობს შემდეგს, რომ ის ეთანხმება იმ პრობლემას, რაც არის წამოჭრილი თავმჯდომარე მოსამართლეების ამ საბჭოში ყოფნის გამო, რადგან არ შეიძლება, მხოლოდ მოსამართლეთა ე.წ. ელიტა იჯდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და კომისია ამბობს, რომ მას ეს პრობლემა ესმის”.– განაცხადა იუსტიციის მინისტრმა
წულუკიანის განცხადებით, გადაჭრის გზა ერთადერთია და ეს გზა მოწონებულია ვენეციის კომისიის მიერ:
“ის მოსამართლე წევრები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომლებიც მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არიან არჩეულები, როგორც ვიცი, ასეთი სულ ორია, თუ მათ სურთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩნენ თანამდებობებზე, ისინი უნდა გადადგნენ სასამართლოს თავმჯდომარეობიდან. ვეენცის კომისია ამბობს, რომ მას ესმის ქართული საზოგადოების წუხილი მართლმსაჯულბის რეფორმასთან დაკავშირებით და მთლიანობაში ამას აფასებს დადებითად”.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, კომისიას სერიოზული შენიშვნები აქვს მედიის მხრიდან სასამართლოზე ვიდეოჩაწერების განხორციელების შესაძლებლობასთან დაკავშირბით:
” იუსტიციის სამინისტრო არ დაეთანხმება იმას და ამას არც ითხოვს ვენეციის კომისია, რომ მედია, როგორც სააკაშვილმა გააკეთა, გაძევებული იქნას სასამართლო დარბაზიდან. მედია უნდა დარჩეს სასამართლო დარბაზში, მაგრამ ჩვენ თანახმა ვართ, თქვენთან ერთად შევქმნათ ის გარანტიები, რომელიც მოწმისთვის უფრო კომფორტული იქნება და პირადი ცხოვრების დაცულობას უზრუნველყოფს”.
იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მცირე შესწორებები შევა კანონპროექტში:
“ჩვენ პარლამენტის მეშვეობით რამდენიმე დაზუსტებას შევიტანთ, პირველ რიგში ეს შეეხება მედიის მიერ სასამართლოში გადაღების ახალ უფლებას, რომ ვენეციის კომისიის წუხილები იქნას დაკმაყოფილებული და მოსამართლეს არ შეეშალოს ხელი მართლმსაჯულების განხორციელებაში და მოწმე იყოს დაცული. აგრეთვე, ჩვენ შევთავაზებთ პარლამენტს, რომ უმაღლესი იუსტიციის საბჭოს წევრები, რომლებიც კონფერენციის მიერ არიან არჩეულები დარჩებიან წევრებად მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადადგებიან შესაბამისი პალატების და სასამართლოების თავმჯდომარობიდან. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ მოსამართლე წევრებს, რომლებიც ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ არიან არჩეული, ისინი უნდა გადადგნენ და მათ შეუძილათ თავიდან იყარონ კენჭი კონფრენციაზე. აქედან გამომდინარე, რამდენიმე დაზუსტება შევა პარლამენტში”.– განაცხადა წულუკიანმა.
გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების საკითხებზე კონფერენცია სასტუმრო “რადისონში” რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.





