ახალი ამბები

რატომ იყო გამორთული ლამპიონები პარლამენტთან, სადაც რეპერების მხარდამჭერი აქცია იმართება

10 ივნისი, 2017 •
რატომ იყო გამორთული ლამპიონები პარლამენტთან, სადაც რეპერების მხარდამჭერი აქცია იმართება

პარლამენტის შენობასთან თბილისში, სადაც აქცია სახელწოდებით “მეტი რაღა უნდა მოხდეს?!” მიმდინარეობს ქუჩის ლამპიონები გარკვეული დროის განმავლობაში ჩართული არ იყო. ლამპიონები 20:40 საათზე ჩართეს. აქციის მონაწილეები ტერიტორიას მობილური ტელეფონებით ანათებენ. აქცია “ბირჟა მაფიის” დაკავებული რეპერების, მიშკა მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას მხარდასაჭერად იმართება.

თბილსერვისში განმარტავენ, რომ ლამპიონები პროგრამულად ირთვება:

“ბნელდება დაახლოებით 20:25 საათზე და პროგრამულად ირთვება მაგ დროს. ვინაიდან დღეს ადრე ჩამობნელდა, ხელით ჩართვაზე გადართეს პროგრამა და სათითაოდ, ეტაპობრივად რთავენ და ამიტომ იყო ეს პრობლემა”,- განმარტავენ თბილსერვისში.

პარლამენტის შენობასთან ჩამქრალი ლამპიონები ფოტო: ნეტგაზეთი, მიხეილ მეფარიშვილი

პარლამენტის შენობასთან ჩამქრალი ლამპიონები ფოტო: მარგალიტა ჯაფარიძე

2017 წლის 9 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დააკავა მუსიკალური ჯგუფის, „ბირჟა მაფიის“ რეპერები.  გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინვე აღმკვეთი ღონისძიების სახით ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.

ოჯახის წევრებმა აღნიშნულ ფაქტი თავიდანვე დაუკავშირეს რეპერების მიერ ცოტა ხნის წინ გადაღებულ და ინტერნეტით გავრცელებულ მუსიკალურ კლიპს, სადაც პოლიციელის ფორმაში ჩაცმული პერსონაჟი ჩანს; ერთ მონაკვეთში კი მას ძაღლის საყელური უკეთია და პირში ძვალი აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი