ახალი ამბები

აგრარული უნივერსიტეტი დაკავებულ რეპერს გიორგი ქებურიას მხარდაჭერას უცხადებს

10 ივნისი, 2017 • 2321
აგრარული უნივერსიტეტი დაკავებულ რეპერს გიორგი ქებურიას მხარდაჭერას უცხადებს

აგრარული უნივერსიტეტი “ბირჟა მაფიის”ერთ-ერთი რეპერის, გიორგი ქებურიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გიორგი ქებურია აღნიშნული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სკოლის სტუდენტია:

“გიორგი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში არასდროს ყოფილა შემჩნეული არაეთიკურ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. ფაქტი, რომ ის არ მოიხმარს ნარკოტიკს, ექსპერტიზამაც დაადასტურა. საქმის გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს სამართალდამცველი ორგანოების ქმედებების მიზანმიმართულ მიკერძოებულობაში. შესაძლოა, გიორგისა და მისი მეგობრის ვიდეოკლიპი საზოგადოებაში არაერთგვაროვან შეფასებებს იწვევდეს, თუმცა რგოლი სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში. აგრარული უნივერსიტეტი გამოიყენებს ყველა კანონიერ საშუალებას, რომ მხარი დაუჭიროს გიორგი ქებურიას მიმართ პროცესის სამართლიანად წარმართვას”- ნათქვამია განცხადებაში.

2017 წლის 9 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დააკავა მუსიკალური ჯგუფის, „ბირჟა მაფიის“ რეპერები.  გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინვე აღმკვეთი ღონისძიების სახით ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.

ოჯახის წევრებმა აღნიშნულ ფაქტი თავიდანვე დაუკავშირეს რეპერების მიერ ცოტა ხნის წინ გადაღებულ და ინტერნეტით გავრცელებულ მუსიკალურ კლიპს, სადაც პოლიციელის ფორმაში ჩაცმული პერსონაჟი ჩანს; ერთ მონაკვეთში კი მას ძაღლის საყელური უკეთია და პირში ძვალი აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი