მოძრაობა “группа война–ს” ბლოგზე დაყრდნობით “როიტერი” წერს, რომ სამართალდამცავებმა დააკავეს 10 ადამიანი. რუსმა სამართალდამცავებმა სააგენტოს დაუდასტურეს აქციის მონაწილეთა დაკავების ფაქტი, თუმცა რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ.
სამართალდამცავებმა აციის მონაწილეთა დაკავება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მათ მხარდასაჭერად გამვლელები შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს “Pussy riot-ის” წევრების პატიმრობა და მათი გათავისუფლება მოითხოვეს.




