“წერილი პრემიერს

ძვირფასო ბიძინა,
ქვეყნის პირველი პირის მხარდაჭერა აუცილებელი პირობაა ნებისმიერი რეფორმის წარმატებისთვის. მოცემულ შემთხვევაში კი ეს მხარდაჭერა ორმაგად უფრო მნიშვნელოვანია. შენი პიროვნული ფაქტორი გადამწყვეტი იყო იმისთვის, რომ ქვეყანას და რეფორმას შანსი მისცემოდა და ასევე გადამწყვეტი იყო ჩვენი ჯგუფის ამ პროცესში ჩართვისთვის.
ასე რომ, უღრმესი მადლობა მთელი ჩვენი გუნდის სახელით.
ჩვენ გვესახება, რომ ვდგავართ უაღრეასად საინტერესო და საპასუხისმგებლო გზის დასაწყისში, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს იმ მდგომარეობამდე, როცა ცოდნის მოპოვება და შემოქმედება იქნება ჩვენი ქვეყნის არსის განმსაზღვრელი.
ჩემი კოლეგების და ჩემი სახელით,
პატივისცემით და სრული თანადგომით,
გია”, – წერს გია დვალი ბიძინა ივანიშვილს.
ბიძინა ივანიშვილმა გია დვალს 7 მარტს გაგზავნილი წერილით მადლობა გადაუხადა იმ შრომისთვის, რაც მეცნიერმა და მისმა გუნდმა გასწიეს განათლების რეფორმის კონცეფციის შემუშავებისთვის.




