ბრიტანული გამოცემა ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლას მადუროს განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ უგო ჩავესის ცხედარს სპეციალურად მომზადებულ შუშის საცავში ჩადებენ და ნებისმიერ მსურველს ექნება მისი ნახვის საშუალება.
“თქვენ შეგეძლებათ კომანდანტეს ნახვა, ის თქვენ გეკუთვნით”, – ასე მიმართა ვენესუელას მოქალაქეებს ნიკოლას მადურომ. ვენესუელას რევოლუციის მუზეუმი ქვეყნის დედაქალაქში, იმ საპრეზიდენტო სასახლესთან მდებარეობს, საიდანაც უგო ჩავესი ვენესუელას ბოლო 14 წელიწადი მართავდა.
უგო ჩავესი არ იქნება ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი, რომლის ცხედარის სამუზეუმო ექსპონატად იქცა. უკვე 80 წელზე მეტია მოსკოვში, მავზოლეუმში განთავსებულია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის დამფუძნებლის, ვლადიმერ ლენინის ცხედარი. მავზოლეუმი ღიაა დამთვალიერებლებისთვის.
