მან “მე–9 არხის” გადაცემა “მთავარ კითხვაში” ანსამბლ “ერისონის” მოსკოვში ვიზიტი შეაფასა.
“კერძო სტრუქტუერბმა მოიწვიეს “ერისიონი”. ვერავის ვერ ავუკრძალავთ მოსკოვში წასვლას. რუსეთთან კულტურული ურთიერთობები იყო, ახლა უფრო გააქტიურებულია, რადგან მოიხსნა საფრთხე, რომ სანქციებს ამაზე არავის დააწესებს.”

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ის რუსეთთან ურთიერთობაში ზომიერების მომხრეა: “მე ყველაფერში ზომიერების მომხრე ვარ. კულტურას დიდი როლის შესრულება შეუძლია. მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ სრული პასიურობიდან ჰიპერაქტიურობაში არ გადავეშვათ. ბევრი ინიციატივა იყრის ჩემთან თავს. ეს ახალი ეტაპის გამოძახილია. კულტურა ის სფეროა, რომელმაც ფსიქოლოგიურად ბევრი რამ უნდა შეცვალოს. მე ამას დადებითად ვუყურებ. მაგრამ როგორ განვითარდება მოვლენები, ეს გვიჩვენებს”.
ზურაბ აბაშიძემ კარასინთან ორი შეხვედრის შედეგებიც შეფასა: “‘როცა ჩვენ დიალოგი დავიწყეთ თავიდან, შევთანხმდით, რომ ეს იქნებოდა ნელი ტემპი და მტკივნეულ საკითხებს არ შევეხებოდით. სწრაფად განვითარდა მოვლენები ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით და სატრანსპორტო მიმოსვლაზე. ეს მისასალმებელია.”
ზურაბ აბაშიძის განცახდებით, კარასინთან ჟენევაში შეხვედრამ ბევრი შეკითხვა გააჩინა ორივე მხარეს:”გაჩნდა შეკითხვები, ერთი-ერთზე შეხვედრის დროს ხომ არ ჰქონდა შეთქმულებას ადგილი. შემდეგ შეხვედრაზე პრაღაში თითო თანამშრომელი დავიმატეთ. ამჯერად გავიარეთ, რაც მოხდა პირველი შეხვედრის შემდეგ. პროგრესი სახეზეა სავაჭრო ურთიერთობის განვითარების კუთხით. კონკრეტული კავშირები დამყარდა საავიაციო სფეროში. გამშვები პუნქტი 14- საათიან რეჯიმში იმუშავებს. რუსეთში შეისწავლიან შესაძებლობას სავიზიო რეჟიმის შემსუბუქების შესახებ.”