ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული რეპერის, მიშკა მგალობლიშილისთვის (Young MIC) აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურამ პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.
პროკურატურის განცხადებით, გათავისუფლების შემთხვევაში “მგალობლიშვილმა შეიძლება ახალი დანაშაული ჩაიდინოს, მტკიცებულებების მოპოვებას შეუშალოს ხელი, ან არსებული გაანადგუროს, ასევე, ქვეყნიდან მიიმალოს დიდი სასჯელის გამო”.
გარდა ამისა პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა, გამოვლინდეს, რომ ბრალდებულს MDMA გასაყიდად ჰქონდა.
დაკავებულის ადვოკატის თქმით, პროკურორის მოსაზრებები ცარიელი სიტყვებია. მისი აზრით, პროკურორი ყურადღებას არ აქცევს ბრალდებულის პიროვნებას, მის ცხოვრებას. ადვოკატმა აღკვეთის სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა 50 ათასი ლარის ოდნეობით.
მეორე დაკავებული რეპერის, გიორგი ქებურიას (KAY G) საქმეზე აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა ცალკე გაიმართება. შსს-ს ცნობით, ქებურია ბრალს აღიარებს მგალობლიშილისგან განსხვავებით, რომელიც ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს, რეალური მიზეზი კი მისი ბოლო ვიდეოკლიპია, სადაც პოლიციელია გაშარჟებული.