მისი თქმით, “პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ათასობით მასწავლებელი არის ნონსენსი”.
“ვისაც უნდა სამსახურში აღდგენა, ყველა იტყვის, რომ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ვინმე თუ დაიჯერებს, რომ არსებობს მენეჯერი, რომელმაც შეიძლება 2200 სკოლის დირექტორს დაავალოს კონკრეტული მასწავლებლის გათავისუფლება?” , – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა განათლების სამინსიტროში შექმნილ კომისიასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გათავისუფლებული პედაგოგების საქმეს შეისწავლის.
შაშკინის განცხადებით, მისი მინისტრობისას სკოლის დირექტორებს ევალებოდა, რომ ჟურნლისტებთან ურიერთობის შემდეგ პოსტფაქტუმ შეეტყობინებინათ სამინისტროს პრესსამსახურისთვის ამის შესახებ და წინასწარი ნებართვის აღება სამინსიტროსგან საჭირო არ იყო. მისივე მტკიცებით, სკოლის ადმინისტრაცია თავად წყვეტდა, რა ფორმით ჰქონოდა მედიასაშუალებასთან ურთიერთობა.