ახალი ამბები

ანტითურქული აქცია თბილისში

7 მარტი, 2013 • 1225
ანტითურქული აქცია თბილისში

მიმართვაში ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “ეროვნული ფრონტი” “გმობს გადაწყვეტილებას ბათუმში ახალი მეჩეთის შენებლობის შესახებ, ასევე, აჭარაში თურქეთის რელიგიურ-ეკონომიკურ ექსპანსიონისტურ პოლიტიკას და მოითხოვს, ხელისუფლებამ ყველა სერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი აამოქმედოს თურქეთის მიერ ანექსირებულ ტაო-კლარჯეთში ქართული კულტურულ-რელიგიური ძეგლების აღსადგენად და დასაცავად;

 


– შეჩერდეს თურქეთის მოქალაქეების მასობრივი ჩასახლება ბათუმში;


– შეჩერდეს გადაწყვეტილება ქალაქ ბათუმში ახალი დიდი მეჩეთის მშენებლობის შესახებ. შეწყდეს ყოველგვარი მოლაპარაკება თურქეთის ხელისუფლებასთან საქართველოში მეჩეთების მშენებლობის და რესტავრირების თაობაზე, რადგან ყველა ეს საკითხი საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივას წარმოადგენს და არა თურქეთის; 


– საქართველოს მთავრობამ მიიღოს გადამჭრელი ზომები თურქეთის მიერ ანექსირებულ ტაო–კლარჯეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურულ–რელიგიური ძეგლების აღდგენის და დაცვის მიზნით. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს საპატრიარქომ „იუნესკოს“ წინაშე დააყენონ თურქეთის პასუხისმგებლობის საკითხი „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კონვენციის აშკარა უგულვებელყოფის და დარღვევის გამო; 


– აიკრძალოს რელიგიური კონფესიების საქმიანობის საზღვარგარეთიდან დაფინანსება, ისევე, როგორც ეს პოლიტიკური პარტიების შემთხვევაშია დამკვიდრებული;


– საქართველოს მთავრობა და საქართველოს საპატრიარქო ჩაერთოს თურქეთის ხელისუფლების მიერ ინიცირებულ პროცესში, რომელიც ითვალისწინებს რელიგიური კონფესიების და სათვისტომოებისთვის საკულტო ნაგებობათა და ქონების დაბრუნებას;


– ანაკლიაში დაიდგას ოსმალური იმპერიის მიერ სტამბულის მონათა ბაზარზე გაყიდული მილიონობით ქართველი გოგო–ბიჭის მემორიალური ძეგლი, ქალაქ ბათუმში კი აღიმართოს ქალაქ ბათუმის განთავისუფლებისთვის მებრძოლი გენერალ გიორგი მაზნიაშვილის და ქართველი მებრძოლების მემორიალური ძეგლი.”


აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები წარწერებით: “ქართველ მუსლიმებს ახალი მეჩეთი არ სჭირდებათ!” “თურქეთი ვალდებულია აღადგინოს ქართული კულტურული ძეგლები!” “აიკრძალოს კონფესიების უცხოეთიდან დაფინანსება!” “ძირს პანთურქულ ნეოოსმანური იმპერიალიზმი და ექსპანსია!” “ხელები შორს აჭარისგან!” “ტაო-კლარჯეთი საქართველოა!” 


აქციის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნული ფრონტი“, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში დარეგისტრირდა. ორგანიზაციას ხელმძღვანელობს ხუთწევრიანი გამგეობა შემდეგი შემადგებლობით: ევგენი მიქელაძე, გეგა ხვედელიძე, გიორგი ლაშაური, გიორგი კობალაძე და გიორგი მიქელაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი