ახალი ამბები

არჩევნების წინასწარი შედეგები: კონსერვატორებმა ბრიტანეთის პარლამენტში 12 მანდატი დაკარგეს

9 ივნისი, 2017 •
არჩევნების წინასწარი შედეგები: კონსერვატორებმა ბრიტანეთის პარლამენტში 12 მანდატი დაკარგეს

გაერთიანებულ სამეფოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა. ამ დროისთვის ხმები თითქმის სრულად დათვლილია. წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატის მოპოვება კონსერვატიულმა პარტიამ შეძლო, თუმცა  არჩევნების დანიშვნამდე არსებულ წარმომადგენლობასთან შედარებით მათი რიცხვი პარლამენტში შემცირდა. შესაბამისად,  არსებული მონაცემებით, კონსერვატორები აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას ვერ ახერხებებ, რისთვისაც 326 მანდატი სჭირდებათ.

ბოლო მონაცემებით, კონსერვატორებმა არჩევნებში 315 მანდატი მოიპოვეს, რაც 12-ით ნაკლებია წინა პარლამენტზე, ლეიბორისტულმა პარტიამ კი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში, არჩევნების წინასწარი შედეგებით, 261 მანდატი მიიღო, რაც 29-ით მეტია რიგგარეშე არჩევნებამდე მოქმედ პარლამენტში მათ წარმომადგენლობაზე. მანდატები დაკარგა შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამაც. წინასწარი შედეგებით, მათ 35 მანდატი მოიპოვეს, როცა მათი პარტიიდან წინა პარლამენტში  21-ით მეტი დეპუტატი იყო ამ პარტიიდან.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებ ტერეზა მეიმ  ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ გადაწყვიტა და ბრიტანეთში შექმნილი მდგომარეობა დაასახელა მიზეზად. მეი აცხადებდა, რომ  ქვეყანას ძლიერი და სტაბილური ხელმძღვანელობა სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი