ახალი ამბები

ივანიშვილი: არა მგონია, ჩემი გუნდიდან ვინმემ გაბედოს ჩაერიოს სასამართლო პროცესებში

6 მარტი, 2013 • 1420
ივანიშვილი: არა მგონია, ჩემი გუნდიდან ვინმემ გაბედოს ჩაერიოს სასამართლო პროცესებში

“ჩვენი საუბარი შეეხებოდა იმას, რომ სასამართლო უნდა იყოს თავისუფალი და, რაც მთავარია, საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ სასამართლო არის სამართლიანი. ვისაუბრეთ იმაზე, რომ რეფორმების გატარება აუცილებელია”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, ის ძალიან კარგად იცნობს კოტე კუბლაშვილის ბიოგრაფიას და მიაჩნია, რომ მას აქვს ყველანაირი საფუძველი იმისა, რომ ღირსეულად დაასრულოს ის ვადა, რაც დარჩა, რის შემდეგაც საქართველოს დარჩება ობიექტური და დამოუკიდებელი სასამართლო.

“გარკვეული კითხვები არსებობს სასამართლოსადმი, მაგრამ ძალიან ბევრი გაკეთდა ამ დროის განმავლობაში. სადღაც

ბიძინა ივანიშვილი და კონსტანტინე კუბლაშვილი/ფოტო: პრემიერის პრესსამსახური
ბიძინა ივანიშვილი და კონსტანტინე კუბლაშვილი/ფოტო: პრემიერის პრესსამსახური

შეიძლება ვთანხმდებით და სადღაც არა, მაგრამ ძირითად პრინციპებზე ვთანხმდებით იმაზე, რომ სასამართლო გახდეს მაქსიმალურად დამოუკიდებელი და ერთი მხრივ, მე მას გარანტია მივეცი და ახლაც შემიძლია გავიმეორო, რომ ჩემი მხრიდან, როგორც მთავრობის მეთაურიდან და კოალიციის ლიდერისგან, ჩემი გუნდის მხრიდან, არა მგონია, ვინმემ გაბედოს და თუ გაბედა, ვიტყვი, ჩაერიოს სასამართლო პროცესებში და გავლენა მოახდინოს მასზე. ამაში დავარწმუნე ბატონი კოტე. ჩვენ ვისაუბრეთ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ განვვითარდეთ და წავიდეთ წინ. არავითარი იმპიჩმენტი სიტყვა არ წამოგვცდენია,” – განაცხადა ივანიშვილმა.

კოტე კუბლაშვილის თქმით, დღევანდელი შეხვედრა უზენაეს სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შედგა:

“და ამას მივესალმები და მთლიანად მინდა გავიმეორო ის, რაც თქვა ივანიშვილმა: ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც აუცილებელია იმისათღვის, რომ სასამართლო უფრო ძლიერად იქნას წარმოდგენილი საქართველოში, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სისტემა”, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

კუბლაშვილის თქმით, მათ ისაუბრეს ყველა იმ მიმართულებაზე, რაც ხელს შეუწყობს სასმართლოს დამოუკიდევლობას. მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს, ობიექტურად შეაფასონ სასამართლო გადაწყვეტილებები. 

“მათ თავიანთი მოსაზრებები აქვთ, მაგრამ უხეშად არ უნდა შეეხონ სასამართლოს”, – განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი