ახალი ამბები

პოლიციის აკადემიაში იმიტირებული სასაზღვრო გამტარი პუნქტი გაიხსნა

6 მარტი, 2013 •
პოლიციის აკადემიაში იმიტირებული სასაზღვრო გამტარი პუნქტი გაიხსნა

ობიექტის მშენებლობა და აღჭურვა აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიურომ დააფინანსა. 

შს მინისტმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ობიექტის გახსნის ცერემონიალზე უწყებში ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთ მთავარ მიღწევას, სტრუქტურული ცვლილებების გარდა, წარმოადგენს 2013 წლის მოკლევადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება:

 

“ეს სტრატეგია მოიცავს სხვადასხვა სფეროებს – ადამიანის უფლებების დაცვის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზღვრის დაცვის ჩათვლით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზღვრის დაცვისა და მიგრაციის საკითხებს, რადგან სასაზღვრო ზოლში უკანონო ქმედებების პრევენცია, დადგენა და აღკვეთა ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”.

 

 

მინისტრის განცხადებით, იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებას. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, სასწავლო შენობით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ფინანსთა სამინისტროს საბაჟო სამსახურის თანამშრომლებიც ისარგებლებენ. 

 

 

საქრთველოში აშშ-ის ელჩის  რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გახსნა აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიურომ მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა. 

 

რიჩარდ ნორლანდმა ობიექტის გახსნის ცერემონილზე საზღვრების დანიშნულებაზე ისაუბრა:

 

“პირველ რიგში მათი დანიშნულებაა, უზრუნველყონ ტურისტებისა და მეწარმეების სწრაფი გატარება. თუმცა საზღვარი არის ბარიერიც, რომელიც შეიძლება წინ აღუდგეს ნარკოტიკების გატარებას, ტრეფიკინგს, ტერორიზმსა და სხვა საფრთხეებს. მსოფლიო სტანდარტების ეს შენობა საშუალებას მისცემს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს, გაიარონ უკეთესი წვრთნა, რათა განახორციელონ თავიანთი საპასუხისმგებლო საქმიანობა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი