როგორც ბეჟაშვილი ამბობს, მინისტრს მოწვევა თებერვალში გაუგზავნეს, თუმცა, უშედეგოდ. ბეჟაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს სთხოვა, რომ შეხვედრის ორგანიზებაში დახმაროს:
“ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჯერ კიდევ თებერვლის თვეში გაიგზავნა შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე მოთხოვნა საპარლამენტო ფრაქციის სხდომაზე მოწვევის თაობაზე. ძირითადად საკითხები და კითხვები უკავშირდება 8 თებერვალს განვითარებული მოვლენების და მასთან დაკავშირებული გამოძიების წარმართვის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც შეინიშნება პოლიციის საქმიანობაში. რამდენჯერმე შეხვედრა გადაიდო, ამიტომ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ჩვენ მივმართეთ თავმჯდომარეს, რომ დაგვეხმაროს ორგანიზებაში.”
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის დეპუტატებს დაეხმარება:
„ტექნიკურ საკითხებში მოგეხმარებით. სამართალდამცავი ორგანოები ისე ინტენსიურად კონტაქტობენ უმცირესობასთან, რომ ამაში როგორ არ მოგეხმარებით.“