ახალი ამბები

კიევში აშშ-ის საელჩოს ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლეს

8 ივნისი, 2017 •
კიევში აშშ-ის საელჩოს ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლეს

როიტერის ინფორმაციით, კიევში ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მოწყობილობა აფეთქდა. უკრაინის დედაქალაქში შემთხვევა 8 ივნისს დილით მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.

უკრაინის პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელმა მოწყობილობა საელჩოს ღობის მიღმა, ეზოში ღამით ისროლა. მომხდარს პოლიცია ტერორისტულ აქტად აფასებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი