ნეტგაზეთი | საქართველოში დაახლოებით 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა საქართველოში დაახლოებით 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – Netgazeti

საქართველოში დაახლოებით 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, სიღნაღში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი იყო ბოდბე, თუმცა მისი არეალი თბილისსაც გასცდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ მიუხედავად საკმაო სიმძლავრისა, მიწისძვრას საქართველოში ნგრევა არ მოჰყოლია.

“საკმაოდ მაღალი სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა და არსებობდა საშიშროება, რომ მოჰყოლოდა ამას ნგრევა, მაგრამ, საბედნიეროდ, სიტუაცია სტაბილურია,” – განუცხადეს ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.