“მე მივიღე საფრანგეთში, ENA -ში უმაღლესი იურიდიული განათლება და არა მხოლოდ უმაღლესი- უმაღლესის უმაღლესი, იმიტომ, რომ ENA არის დიდი სკოლა, ეს არის უმაღლეს სასწავლებელზე მაღლა მდგარი დაწესებულება.”
წულუკიანის განმარტებით, უმაღლესი განათლების მიღების საწყის ეტაპზე სურვილი ჰქონდა დიპლომატი ყოფილიყო.
“სულ მაქვს 4 დიპლომი, აქედან 2 მათგანი ემსახურება იმას, რომ მე გავმხდარიყავი დიპლომატი. სადღაც 1998 წელს მივხვდი, რომ ეს არ მაინტერესებს, და სამართალმცოდეობისკენ და სახელმწიფო მართვის სფეროებისკენ ავიღე ორინეტაცია. შემდეგ ENA-ში მოხვდი, რომელიც ამზადებს ადმინისტრაციულ მოსამართლეებს. ქართული კანონი ითხოვს, აღნიშნულ პოსტზე გქონდეს იურიდიული განათლება. მე მაქვს ორი დიპლომი ENA-დან, ერთი მათგანი ადასტურებს, რომ მე მაქვს ეს განათლება და მეორე -ეს არის მასტერის ხარისხი. ქართული კანონის მოთხოვნებს ვაკმაყოფილებ და მე ვარ პროკურირი იმიტომ, რომ ვარ იუსტიციის მინისტრი და არა პირიქით. პარლამენტმა დამამტკიცა იმ განათლებით, რა განათლებითაც ვარ. მე დღეს კანონირად ვარ ამ თანამდებობაზე,”- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
იუსტიციის მინისტრმა გადაცემა “აქცენტებში” საკუთარი ჩარჩოში ჩასმული დიპლომებიც მიიტანა საჩუქრად.