ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ში ვიზიტის გადადების მიზეზი განმარტა

5 მარტი, 2013 •
ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ში ვიზიტის გადადების მიზეზი განმარტა

“ჩემი სურვილიც იყო, რომ ერთ-ერთი პირველი ვიზიტი სწორედ აშშ-ში ყოფილიყო. ამას ვაცხადებდი კიდეც. სამწუხაროდ, ოპოზიცია ოსტატურად ახერხებს ცრუ ინფორმაციის ჩატანას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ აშშ-შიც და ევროპაშიც. დღესაც იგივეს ვამბობ, ჩვენი სურვილია, რომ ყველაზე დიდ და სასურველ პარტიორთან ურთიერთობები გავაღრმავოთ, მაგრამ გავიგე, იქ რა ინფორმაციებია ჩასული. ელჩმა ღიმილით მითხრა, რომ იქ წარმოუდგენიათ, თითქოს აქ მიდის დიდი ომი. ასეთ სიტუაციაში მე არ მინდა ვაკადრო არც საქართველოს და არც ამერიკის ხელისუფლებას და ასეთი კაცი ჩავიდე იქ, ამ გაუგებრობაში,”- განაცხადა პრემიერმა ტელეკომპანია “იმედთან” საუბრის დროს.


მისივე განმარტებით, როდესაც შიდა პოლიტიკაში დაალაგებს ურთიერთობებს და აშშ-ში კითხვები აღარ დარჩებათ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ვიზიტი მაშინ შედგება. პრემიერი ვარაუდობს, რომ ეს მალე მოხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი